ჩვენ შესახებ
"რემონტიკა" 2024 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა.
კომპანიის დაარსების იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩვენ თვითონ ვიყავით მომხმარებლის როლში და ხელოსნებთან და სარემონტო კომპანიებთან ურთიერთობის საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილება მივიღეთ.
ბაზარზე ვერ მოვიძიეთ კომპანია რომელიც გარანტირებულად დაიცავდა სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებს.
ამიტომაც შევკრიბეთ გამოცდილი, ენერგიული კადრები და შევქმენით პროფესიონალების გუნდი -"რემონტიკა."
"რემონტიკა" მომხმარებელს სთავაზობს სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა დანიშნულების ფართების დაგეგმარებას, ინტერიერის დიზაინს, ასევე სრულ სარემონტო მომსახურებას და ავეჯის დამზადებას.
ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოებთ კატლავანის ამოღების სამუშაოებს, მონოლითურ სამუშაოებს, სადარბაზოების მოპირკეთებას, ეზოს მოწყობა-მოასფალტებას.
ჩვენი მიზანი მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და რემონტთან დაკავშირებული პრობლემების არიდებაა.